ხშირად დასმული კითხვები
გილდია მდებარეობს თბილისში, ალექსანდრე გრიბოედოვისა და ბესიკის ქუჩების კვეთაზე.
მისამართი: ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. 1/3
გუგლის ბმული
გილდია ღიაა ყოველდღე. ვიხსნებით საღამოს 6 საათზე. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ვიკეტებით 00:00 საათზე, ხოლო პარასკევიდან კვირის ჩათვლით — 02:00 საათზე.
ზოგჯერ კონკრეტული ღონისძიება შეიძლება განსხვავებულ დროს დაიწყოს — ასეთი დეტალები ყოველთვის ღონისძიების აღწერაშია მითითებული, თუმცა სივრცე მაინც 6 საათიდან იხსნება.
გამონაკლის შემთხვევებში სამუშაო საათების ცვლილება ყოველთვის აისახება გუგლზე, საიტზე, ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზე, ამიტომ თვალი ადევნეთ.
გილდიაში სტუმრობისას არ გიწევთ საათობრივად, თამაშების ან მაგიდის მიხედვით გადახდა.
შეგიძლიათ ითამაშოთ იმდენ ხანს, რამდენიც გსურთ, და გამოცვალოთ იმდენი თამაში, რამდენსაც მოისურვებთ. ადგილზე თამაშის ოსტატებიც დაგხვდებიან, რომლებიც თამაშს შეგირჩევენ, წესებს აგიხსნიან და თამაშის მსვლელობისას შეკითხვებზეც გიპასუხებენ.
შემოსვლის ღირებულება ერთ ადამიანზეა 15 ლარი ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით და 20 ლარი პარასკევიდან კვირის ჩათვლით.
გილდიაში ჯავშნის გარეშეც შეგიძლიათ მოსვლა, თუმცა თუ სტუმრობა უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, ჯობია ადგილი წინასწარ დაჯავშნოთ, რადგან მაგიდები სწრაფად ივსება — განსაკუთრებით შაბათ-კვირას.
გილდიაში ვიზიტისას ადგილზე თამაშის ოსტატები მოგემსახურებიან. სურვილის შემთხვევაში ისინი თამაშს შეგირჩევენ, წესებს აგიხსნიან და თამაშის მსვლელობისას შეკითხვებზეც გიპასუხებენ.
დიახ, შეგიძლიათ, თუმცა შემოსვლის ღირებულებას მაინც გადაიხდით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გილდიის თამაშის ოსტატებმა შესაძლოა ვერ შეძლონ დახმარება თქვენი თამაშის წესებთან დაკავშირებით.
გილდიაში 500-ზე მეტი სამაგიდო თამაში გვაქვს. აქ ნახავთ როგორც 2-, ისე 20-კაციან თამაშებს; შეხვდებით კოოპერაციულ, სტრატეგიულ, წვეულების და სხვა ტიპის თამაშებს.
დეტალური სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: კატალოგი
დიახ, შეგიძლიათ.
დეტალური ინფორმაცია ფასებსა და თამაშებზე იხილეთ ბმულზე: თამაშების ქირაობა
ბავშვებთან ერთად მოსვლა რა თქმა უნდა შეგიძლიათ. თითოეულ სამაგიდო თამაშს საკუთარი ასაკობრივი ზღვარი აქვს დაწესებული, თუმცა გილდიაში ისეთ თამაშებსაც შეხვდებით, რომლებიც 7+ ასაკის მოთამაშეებისთვისაა გათვლილი.