GEO EN

ჩვენ შესახებ

2022 წლიდან ხალხს სამაგიდო თამაშების გარშემო ვაერთიანებთ და ვქმნით საზოგადოებას, სადაც კონკურენცია, სტრატეგიული აზროვნება, მხიარულება და ჯანსაღი ქაოსი ბუნებრივად თანაარსებობს.
600-ზე მეტ სამაგიდო თამაშს შორის ყოველთვის შეძლებ აღმოაჩინო რაღაც ახალი — მეგობრებთან, პარტნიორთან ან უბრალოდ ახალ ადამიანებთან ერთად სათამაშოდ.
ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, აქამდე გითამაშია თუ არა სამაგიდო თამაში. თამაშების ოსტატები ყოველთვის მზად არიან, დაგეხმარონ შესაფერისი თამაშის შერჩევაში და საჭიროების შემთხვევაში წესებიც აგიხსნან. შენ მხოლოდ უნდა დაჯდე და ითამაშო!
ყოველდღიური თამაშების გარდა, გილდია მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებას, ტურნირსა და თემატურ საღამოს, ასევე კორპორატიულ და დაბადების დღის წვეულებებს.
და ჩვენთან სტუმრობისას თუ რომელიმე თამაში ისე მოგეწონა, რომ მის გარეშე წასვლა აღარ გინდა, შესაძლოა, ის გილდიის პატარა მაღაზიაში აღმოაჩინო. აქ სამაგიდო თამაშებთან ერთად ამ თემატიკის საჩუქრებსა და სუვენირებსაც იპოვი.
ჩვენი მიზანია, საქართველოში სამაგიდო თამაშები ყოველდღიური ცხოვრების უფრო დიდ ნაწილად ვაქციოთ.

Tripadvisor

Travelers' Choice 2026

აღიარებულია მსოფლიოს საუკეთესო ატრაქციონებს შორის.

ჩვენი პარტნიორები

ჩვენი გუნდი

გიორგი ჩად სამხარაძე

გიორგი ჩად სამხარაძე

მფლობელი, დილეგების ოსტატი, ამბის მთხრობელი

გილდიის დამფუძნებელი და მფლობელი, ფენიქსის - სამაგიდო თამაშების აქსელერატორის და ინკუბატორის შემქმნელი და მფლობელი, დასალევი თამაშების კომპანიის Drink Deck-ის მფლობელი, სამაგიდო თამაშების ექსპერტი

თათია გოცირიძე

თათია გოცირიძე

მენეჯერი

უმკლავდება ყველაფერს

ჯარჯი თოფურია

ჯარჯი თოფურია

ამბის მთხრობელი

გილდიის თამაშის ოსტატი, ამბის მთხრობელი, საზოგადოების გამაერთიანებელი

ლიკა გოგუაძე

ლიკა გოგუაძე

უფროსი თამაშების ოსტატი 🎲♟️

ყველა მუდმივი სტუმარი ახსოვს და კარგად იცის, ვის როგორ მიუდგეს.
ახალ მომხმარებლებს 5 წუთში უმეგობრდება 🎲♟️

ნიკოლოზ ჩოხელი

ნიკოლოზ ჩოხელი

უფროსი თამაშების ოსტატი 🎲♟️/ ბარმენი 🍹🍸

ერთი შეხედვით ხვდება, რომელი თამაში მოგეწონებათ. წესებს ხსნის, სადავო მომენტებს არბიტრობს და რაუნდებს შორის კოქტეილსაც მოგიმზადებთ.🍹🍸

ნინო ჩანგიანი

ნინო ჩანგიანი

თამაშების ოსტატი 🎲♟️

თამაშის ახსნა არასდროს ბეზრდება. თუ წესებს ვერ იგებთ, მისთვის პრობლემა არ არის, მოთმინებით აგიხსნით იმდენჯერ რამდენჯერაც საჭირო იქნება. 🎲♟️

ნუცა ხამხაძე

ნუცა ხამხაძე

საზოგადოების შემკვრელი

საზოგადოების გამაერთიანებელი, მიმების ქალღმერთი, D&D-ის მოყვარული, კამათლებისა და DM-ის კოლექციონერი.

ემი გოგრიჭიანი

ემი გოგრიჭიანი

სოც. მედია მენეჯერი 📹📸

გილდიის სოციალური ქსელების სახალისო და კრეატიული ვიდეოების ავტორი 📹📸